|
2022-08-25 15:21:22, 2050 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეკლემას „ევრონიუსი“-ს მილიონობით მაყურებელი ეცნობა
აჭარის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება გრძელდება. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები გავლენიანი ტელეკომპანია „ევრონიუსის“ ეთერში ტრიალებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს მსოფლიოს 160 ქვეყანაში ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. გარდა სატელევიზიო რეკლამისა, ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ სიუჟეტს მოამზადებს, რომელიც გადაცემა ,,FOCUS”-ის ეთერში სექტემბერში გავა. „აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული შესაძლებლობების რეკლამა აქტიურად მიმდინარეობს სამიზნე ქვეყნებში, რომელთა შორისაა პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონი მასპინძლობს წამყვანი მედიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს სამიზნე ქვეყნებიდან, რომლებიც აჭარის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს აქვეყნებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)