|
2022-08-11 17:51:56, 2466 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ფედერაცია უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის საინფორმაციო კამპანიას ამზადებს
რუსეთის ფედერაცია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციისთვის საინფორმაციო კამპანიას ამზადებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეთანხმდა სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ახალი სტრუქტურის შექმნაზე. „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეთანხმდა სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ახალი სტრუქტურის შექმნაზე. მისი მთავარი ამოცანა იქნება საინფორმაციო „ქმედების“ განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციას დასავლეთ ევროპაში”,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, შეიქმნება და გასაჯაროვდება ე.წ. „ზელენსკის ფონდის“ ყალბი პლატფორმა (ვებგვერდი). ამასთან, იგეგმება „ფონდის ასორტიმენტის ხაზის“ შექმნა და შემდგომ გამოცემა და მისი რეგისტრაცია ევროპის სავაჭრო სართულებზე. დაგეგმილია ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურის მუშაობის განვითარება ევროპის ქვეყნებში „ქსელური მარკეტინგის“ პრინციპით. რაც საშუალებას მისცემს ამ ინფორმაციის აქტიურად გავრცელებას ევროპულ მედია სივრცეში. 10 აგვისტოს მდგომარეობით, ამ პროექტის დაწყების ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. კერძოდ:
ამასთან, დაზვერვის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია პროექტის სრულფასოვანი დაწყება და ფართო მედია პოპულარიზაციის კამპანიის დაწყება. „ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ ენდოს რუსულ “ფეიკებს“ და მიიღოს ინფორმაცია მხოლოდ გადამოწმებული წყაროებიდან”,- განაცხადეს დაზვერვის წარმომადგენლებმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება თვლის, რომ ზამთრის პერიოდში რუსეთი ენერგეტიკული შანტაჟის გზით შეეცდება ძირი გამოუთხაროს ვითარებას ევროპაში. .
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)