23:38 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-06 12:45:55, 1089 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის მთავრობამ რადას 225 დეპუტატს, მათ შორის დავით არახამიას და ლიზა იასკოს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადას ასობით დეპუტატს, მათ შორის დავით არახამიას, ლიზა იასკოს და ალექსეი გონჩარენკოს, დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პასპორტის მფლობელი პირები დოკუმენტს პირადი სარგებლობის მიზნით იყენებდნენ.

„ამბობენ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელი პირები დოკუმენტს პირადი სარგებლობის მიზნით იყენებენ და ომის დროს საზღვარზე დასეირნობენ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, პასპორტების ჩამორთმევა ასევე ეხებათ საკანონმდებლო ორგანოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც მივლინების შემდეგ ოფიციალური დოკუმენტაცია არ წარადგინეს. 

აღნიშნული სია სულ 225 პირს მოიცავს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics