|
2022-08-05 17:53:14, 1359 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს სოჭში ხვდებიან
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ედოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოსალაპარაკებლად სოჭში ჩავიდა. კრემლის ცნობით, პრეზიდენტები განიხილავენ ეკონომიკურ და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას და სამხედრო სიტუაციებს სირიასა და უკრაინაში. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტია, რაც სტამბულში რუსეთსა და უკრაინას შორის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ასევე, კრემლში არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში დადგეს ვითარება მთიან ყარაბაღშიც, სადაც ბოლო დღეებში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის დაძაბულობა მწვავდება. როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის სიტუაციის „ გადაწყვეტისთვის“, რაც მიღწეული იქნა რუსეთისა და უკრაინის მიერ სტამბოლში გაფორმებული შეთანხმებებით. „მიწოდება უკვე დაწყებულია, მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ამისთვის, ასევე იმისთვის, რომ ამავდროულად მიღებულ იქნა პაკეტის გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზრებზე რუსული საკვებისა და სასუქების უწყვეტი მიწოდების შესახებ“, - განუცხადა პუტინმა ერდოღანს. მან ასევე განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები თურქეთის მადლიერი უნდა იყვნენ იმისთვის, რომ თურქული ნაკადი, ევროპისთვის გაზის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი, შეუფერხებლად მუშაობს. გარდა ამისა, რუსეთი და თურქეთი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ. ერდოღანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი და თურქეთი ახალ გვერდს გახსნიან ორმხრივ ურთიერთობებში. ქვეყნები ასევე განიხილავენ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების პროექტს. ორი პრეზიდენტის შეხვედრა სოჭში მიმდინარეობ
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)