|
2022-07-26 13:19:19, 1682 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზეა წარდგენილი
წელს, ბათუმთან ერთად „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და არკოპოლისის გვერდითაა დასახელებული. რაც შეეხება ბათუმს, ის წელსაც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს. „World Travel Awards“-ის ჯილდოს ბათუმი 2019 წლიდან არ თმობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ბათუმის ბულვარისთვის, ისევე როგორც ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 8 აგვისტომდე ღონისძიების ოფიციალურ საიტზე https://www.worldtravelawards.com/vote შეუძლია. გამარჯვებული 1 ოქტომბერს, ესპანეთში მალიორკას კუნძულზე გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, რომელსაც მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია 2023 წელს უკვე ბათუმში გაიმართება, რაც ქალაქის ცნობადობის გაზრდას, დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო მასშტაბით ბათუმის, როგორც საერთაშორისო ღონისძიბების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმიდან ბრენდული სასტუმროები და მტირალას ეროვნული პარკია წარდგენილი. „World Travel Awards»-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. დღეისათვის ,,World Travel Awards”-ის ბრენდს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მსოფლიოს ივენთკალენდარში. ის აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან სუბიექტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ასევე რეიტინგული მედიის წარმომადგენლებს (ჟურნალ-გაზეთები, ტელევიზია, რადიო, ონლაინ პლატფორმები, სოციალური მედია და ა.შ). ღონისძიებაზე საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს, სასტუმროებს, ტურისტულ სააგენტოებს, ატრაქციებს, მიმართულებებს, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიებსა და ქვეყნებს ასახელებენ»,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)