01:34 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 14:15:31, 1135 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვამ ოპერატიული ჯგუფის რუს სამხედროებს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა

დნესტრისპირეთში მდებარე ე.წ. ოპერატიული ჯგუფის (OGRO) რუს სამხედროებს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. 

უწყების პრესსპიკერი, დანიელ ვუდი ამბობს, რომ 

„რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტში სამხედრო მოსამსახურეების როტაცია ხორციელდება რისკების თავიდან აცილებისა და კონტინგენტის პერსონალის კოორდინირებული გადაადგილების უზრუნველსაყოფად შექმნილი მექანიზმის მიხედვით.

ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტრო იმეორებს მოლდოვის ხელისუფლების პოზიციას ჩვენი ქვეყნიდან რუსული ჯარების და საბრძოლო მასალის გაყვანის პროცესის უპირობოდ განახლების აუცილებლობის შესახებ“, - დასძინა სპიკერმა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტიგენტს დნესტრისპირეთში ჰქვია რუსეთის ძალების ოპერატიული ჯგუფი (OGRO). OGRO შეიქმნა ყოფილი მე-14 რუსული არმიის ნარჩენებისგან, რომელიც აქ იყო განლაგებული 1990-იანი წლების დასაწყისში და აქტიურად მონაწილეობდა დნესტრისპირეთის კონფლიქტში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics