05:25 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 10:38:55, 1227 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი, თურქეთი და უკრაინა შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას აფორმებენ

უკრაინის, რუსეთის, თურქეთის წარმომადგენლები  უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ, ამ პროცესს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში დაესწრება.

დიპლომატებმა განაცხადეს, რომ გეგმის თანახმად  უკრაინული მხარე გააკონტროლებს მარცვლეულის ტვირთების მოძრაობას დანაღმული პორტების წყლებში; რუსეთი ეთანხმება ზავს ტვირთების გადაზიდვისას; თურქეთი - გაეროს მხარდაჭერით - შეამოწმებს გემებს, რათა გაქარწყლოს რუსული მხარის  შიში იარაღის კონტრაბანდის შესახებ.

" ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომელიც მხარეებს ავალდებულებს შავ ზღვაში საექსპორტო მარშრუტების უსაფრთხო ფუნქციონირებას.უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებზე მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის სამხრეთ რეგიონების უსაფრთხოებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ძლიერ პოზიციებს შავ ზღვაში და უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს,"- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, გასულ კვირას სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული ზოგადი შეთანხმება გაეროს ეგიდით, ახლა წერილობით იქნება დადასტურებული მხარეების მიერ.

გაერო და თურქეთი აქტიურად მუშაობდნენ  უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტისა და რუსული მარცვლეულისა და სასუქების გადაზიდვის აღსადგენად.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics