02:29 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 10:30:26, 1153 ნახვა

მსოფლიო
ვაშინგტონში, ოლენა ზელენსკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე ოლენა ზელენსკა ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. 

უკრაინის პირველმა ლედიმ შეხვედრის ფოტოები "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აშშ-ში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მეუღლის ჯილ ბაიდენის მიწვევით ჩავიდა.

"სამგზავრო თვითმფრინავები მშვიდად დაფრინავენ, ხალხს არ ეშინია ქუჩაში სირენების და ხმამაღალი ხმების. უცნაური შეგრძნებაა: რუსეთის შემოჭრის მეხუთე თვეს ისეთ ქვეყანაში ყოფნა, სადაც ეს ყველაფერი შესაძლებელია", - წერს ზელენსკა.

იგი ბლინკენთან შეხვედრის შესახებ შემდეგნაირად იუწყება: „მისი პოზიცია იმის შესახებ, რასაც მე ციტირებ: „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა პუტინზე ბევრად დიდხანს იარსებებს“ უცვლელი რჩება“.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics