|
2022-07-18 15:47:23, 1329 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - გვაქვს ამბიცია, რომ ღვინის ექსპორტის მხრივ აშშ-ის ბაზარზე გაცილებით მეტი შედეგი გვქონდეს
„მიმდინარე წელს გავაფორმეთ კონტრაქტი ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან, რომელიც ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სწორედ მათთან ერთად შევხვდით ქართული ღვინის იმპორტიორებს და ერთობლივად განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად გავზარდოთ ღვინის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ექსპორტის ზრდის საკითხებზე ისაუბრა. „შარშან მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიტანეთ ამერიკის ბაზარზე. წელს, გვაქვს დაახლოებით 15 %-იანი ზრდა, თუმცა ეს მაჩვენებლები არ გვაკმაყოფილებს და გვაქვს ამბიცია, რომ გაცილებით მეტი შედეგები გვქონდეს ამ ბაზარზე; ამის რესურსიც გვაქვს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა სექტორთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან ერთად და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ჩართული უნდა იყოს ის კომპანია, რომელიც მუშაობს ღვინის პოპულარიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებობს ამბიციური გეგმები და გაცილებით დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ღვინის ექსპორტის კუთხით. ოთარ შამუგიას განცხადებით, USAID-ში გამართულ შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის კუთხით. „ჩვენ ასევე გვქონდა შეხვედრა CNFA-ის ხელმძღვანელობასთან და თქვენ იცით, რომ ეს ორგანიზაცია წლებია საქართველოში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის ახორციელებს არაერთ პროექტს და მათი მხრიდანაც გამოითქვა მზადყოფნა ამ პროცესების გაგრძელების, ჩვენი მხარდაჭერის. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გვქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან. მსოფლიო ბანკი დღეს საქართველოში ახორციელებს ირიგაციის მხარდაჭერის პროექტს, რომლის ღირებულება, დაახლოებით 50 მლნ დოლარია და რომელიც მომავალ წელს სრულდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა გაცილებით მასშტაბურ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც, ვფიქრობთ, რომ, დაახლოებით, 100 მლნ დოლარის ინვესტირება მოხდება საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის. ასევე მსოფლიო ბანკი დაგვეხმარება მიწის მართვის კუთხით რეფორმების განხორციელებაში და სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის სხვა რგოლების განვითარების მხარდაჭერაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, კოლეგებს ძალიან საინტერესო შეხვედრებისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)