|
2022-07-18 14:29:34, 655 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - ევროკავშირმა აღარ უნდა შეინარჩუნოს ეროვნული ვეტო გადაწყვეტილებების მიღებისას
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ევროკავშირს აღარ შეუძლია უფლება მისცეს ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს ჰქონდეთ ვეტოს უფლება ბლოკის ქმედებებზე, თუ მას სურს შეინარჩუნოს წამყვანი როლი გლობალური პოლიტიკის განსაზღვრაში. შოლცმა 17 ივლისს გაზეთ Frankfurter Allgemeine-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპული ერთიანობა უფრო აქტუალური გახადა და ცალკეული სახელმწიფოების მიერ ევროპული გადაწყვეტილებების „ეგოისტური ბლოკადების“ შეწყვეტის აუცილებლობა აჩვენა. ”ჩვენ უბრალოდ აღარ შეგვიძლია ეროვნული ვეტოს უფლება გამოვიყენოთ, მაგალითად საგარეო პოლიტიკაში, თუ გვინდა გავაგრძელოთ არსებობა კონკურენტი დიდი ძალების სამყაროში მუდმივი უთანხმოება, წევრ ქვეყნებს შორის მუდმივი უთანხმოება გვასუსტებს,ამიტომ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი დროის ცვლილებაზე არის: ერთიანობა. ჩვენ ის აბსოლუტურად უნდა შევინარჩუნოთ და უნდა გავაღრმავოთ,”- დასძინა შოლცმა. შეგახსენებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ევროკავშირში უნდა დაამტკიცოს 27-ვე წევრმა ერთხმად. შოლცმა განიცადა კრიტიკა კიევის, დასავლელი მოკავშირეების და ზოგიერთი ეროვნული ფიგურისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ გერმანიას არ აქვს პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით, რასაც შოლცი უარყოფს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)