|
2022-07-14 16:15:32, 1347 ნახვა
ეკონომიკა
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შემოსავლების სამსახურს საბაჟო კონტროლის აღჭურვილობა გადასცა
14 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელთან კოლომბ დე მერსესა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან სანია ჩელებიჩ ლუკოვაცსასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები, დაგეგმილი პროექტები და ახალი შესაძლებლობები განიხილეს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ევროკავშირის მხარდაჭერით, საბაჟო დეპარტამენტს 80 ერთეული რადიოგადამცემი და 60 სამკერდე კამერა გადასცა. აღნიშნული აღჭურვილობა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილდება და ხელს შეუწყობს მებაჟე-ოფიცრების მიერ, საზღვარზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას დაშეუფერხებელ კომუნიკაციას. შეხვედრის მსვლელობისას, ვლადიმერ ხუნდაძემ ევროკავშირისა და IOM-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და იმ მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომელიც უკვე მრავალი წელია ხორციელდება, როგორც ინსტიტუციონალური განვითარების, ასევე საბაჟო დეპარტამენტის კონტროლის სისტემებით აღჭურვის მიმართულებით. ,,მნიშვნელოვანია ევროკავშირის და IOM-სმხარდაჭერის გაგრძელება საბაჟოს შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.გვახარებს, რომ სამომავლო გეგმებში გვაქვს თქვენისრული მხარდაჭერა. შემოსავლების სამსახურის სახელით, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ყოველი თქვენი მხარდაჭერა მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება გამოყენებული, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, ასევესაზღვრებს შორის კანონიერივაჭრობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით “, - განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ.
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)