13:08 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 14:14:15, 1106 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი - ინსტიტუციონალური მიდგომა იქნება წამყვანი, პიროვნებებთან ბრძოლას ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ

ინსტიტუციონალური მიდგომა იქნება წამყვანი და პიროვნებებთან ბრძოლას ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების მხრიდან ნათქვამი დებიძინიზაციის მოთხოვნას, ეს ნიშნავს მათ პიროვნულ და პოლიტიკურ ბრძოლას ივანიშვილთან, რაც პოლიტიკური პროცესის ნაწილია.

„რაც შეეხება დებიძინიზაციას ევროპარლამენტარების მხრიდან ნათქვამს, ეს ნიშნავს მათ პიროვნულ და პოლიტიკურ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილთან და ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ამ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს უნდათ, რომ ხელისუფლებას ფლობდეს არა ის ძალა, რომელიც ქართველ ხალხის ლეგიტიმაციით ფლობს, არამედ მათი მეგობრები. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები, მე არ მგონია, მათ ეს გამოუვიდეთ და მე მგონია, რომ ინსტიტუციონალური მიდგომა იქნება წამყვანი და პიროვნებებთან ბრძოლას ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ”,- განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 ივლისს ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

ამასთან, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოში საჭიროა დეოლიგარქიზაცია, რაც მისი თქმით, ნიშნავს დებიძინიზაციას და დეივანიშვილიზაციას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics