|
2022-07-14 11:33:24, 834 ნახვა
ეკონომიკა
Fitch Ratings-მა „თიბისი“ ლიზინგს „BB-„ სტაბილური პერსპექტივით შეუნარჩუნა
გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings „თიბისი“ ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ სტაბილური პერსპექტივით შეუნარჩუნა. Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ „თიბისი“ ლიზინგი ოპერირებს მხოლოდ საქართველოში და ლიზინგის ბაზრის ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ის მარტივ დაფინანსებას სთავაზობს როგორც „თიბისი ბანკის“ (BB-/Stable/bb-) კორპორატიულ კლიენტებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს, სტარტაპებსა და ფიზიკურ პირებს. რეიტინგის რამდენიმეწლიანი წარმატებული შენარჩუნება კომპანიის გამჭვირვალობაზე, სიჯანსაღესა და ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის ზრდის წინაპირობას ქმნის. როგორც „თიბისი“ ლიზინგის ფინანსური დირექტორი, ნუგზარ ლოლაძე აცხადებს, აღნიშნული მიღწევა საამაყო და საპასუხისმგებლოა, რადგან გამოხატავს კომპანიის განვითარების მზარდ ტენდენციასა და საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან შესაბამისობას. „პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომა ეფექტიანია და ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგს ვინარჩუნებთ. Fitch Ratings-ის მიერ დამოწმებული ეს ფაქტი ჩვენი მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის სწორ კურსს აღნიშნავს და ინვესტორებთან თუ მომხარებლებთან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო პოზიციაში გვაყენებს. ჩვენ ვქმნით ახალ პროდუქტებს, ვპასუხობთ პოსტ-პანდემიურ გამოწვევებს და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ქართული ეკონომიკის კეთილდღეობის შექმნაში, რაც მიღწეულ შედეგებში აისახება.“ 19 წელია, რაც „თიბისი“ ლიზინგი საქართველოში ოპერირებს. მოცემულ ეტაპზე, ბაზრის 76%-ით ის მოწინავე სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. მისი მართვის ქვეშ 300 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია, რომელიც წარმოების, ინფრასტრუქტურის, მსუბუქი მრეწველობის, განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორებზე ნაწილდება.
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)