|
2022-07-13 10:54:58, 904 ნახვა
ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, რიგით მეოთხე პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, რიგით მეოთხე პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია და მიდგომები, შეფასების ძირითადი ეტაპები, საკვანძო მიგნებები და ცირკულარობის გაზრდის რეკომენდაციები განიხილეს. ცირკულარობის დონის შეფასების ანგარიშის დიდი ნაწილი უკვე მომზადებულია და ამ დოკუმენტის პროექტი მოკლე დროში გახდება ხელმისაწვდომი. საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის ხედვაზე, მიზანსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. „ჩვენ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიაზე ვმუშაობთ. მუშობის პროცესში განვიხილეთ პროდუქციის წარმოებასთან, მოხმარებასთან, ნარჩენების მართვასთან, ხელმეორედ გამოყენებასთან, ინვესტიციებსა და ინოვაციებთან დაკავშირებული საკითხები. ცირკულარული ეკონომიკა კომპლექსური ხასიათისაა და, შესაბამისად, ყველა ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია. ამ ეტაპზე, 14 დარგი შეირჩა მიკროეკონომიკის დონეზე და ამ დარგებში ცირკულარულობის შესწავლა მიმდინარეობს. შედეგად, ქვეყანაში შეიქმნება საბოლოო დოკუმენტი, სადაც განსაზღვრული იქნება საქართველოს ეკონომიკის ცირკულარულობის ხარისხი, რომლის საფუძველზეც სტრატეგია შემუშავდება. აღნიშნულ პროცესში, მნიშვნელოვანი იქნება საპილოტე პროექტების განხორციელება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე, ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა ცირკულარობის მიმართულებით შვედეთის გამოცდილებაზე ისაუბრა და „ცირკულარობის ხარვეზების თაობაზე შვედეთის 2022 წლის ანგარიში“ წარადგინა. „შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასებას საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით და ითვალისწინებს შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრას: საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასებას, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის შესაძლებლობების გამოვლენას დარგების მიხედვით, ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრას და რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის. შეხვედრა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე, ერიკ ელესი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, რიგით მეოთხე პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია და მიდგომები, შეფასების ძირითადი ეტაპები, საკვანძო მიგნებები და ცირკულარობის გაზრდის რეკომენდაციები განიხილეს. ცირკულარობის დონის შეფასების ანგარიშის დიდი ნაწილი უკვე მომზადებულია და ამ დოკუმენტის პროექტი მოკლე დროში გახდება ხელმისაწვდომი. საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის ხედვაზე, მიზანსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. „ჩვენ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიაზე ვმუშაობთ. მუშობის პროცესში განვიხილეთ პროდუქციის წარმოებასთან, მოხმარებასთან, ნარჩენების მართვასთან, ხელმეორედ გამოყენებასთან, ინვესტიციებსა და ინოვაციებთან დაკავშირებული საკითხები. ცირკულარული ეკონომიკა კომპლექსური ხასიათისაა და, შესაბამისად, ყველა ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია. ამ ეტაპზე, 14 დარგი შეირჩა მიკროეკონომიკის დონეზე და ამ დარგებში ცირკულარულობის შესწავლა მიმდინარეობს. შედეგად, ქვეყანაში შეიქმნება საბოლოო დოკუმენტი, სადაც განსაზღვრული იქნება საქართველოს ეკონომიკის ცირკულარულობის ხარისხი, რომლის საფუძველზეც სტრატეგია შემუშავდება. აღნიშნულ პროცესში, მნიშვნელოვანი იქნება საპილოტე პროექტების განხორციელება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე, ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა ცირკულარობის მიმართულებით შვედეთის გამოცდილებაზე ისაუბრა და „ცირკულარობის ხარვეზების თაობაზე შვედეთის 2022 წლის ანგარიში“ წარადგინა. „შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასებას საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით და ითვალისწინებს შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრას: საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასებას, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის შესაძლებლობების გამოვლენას დარგების მიხედვით, ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრას და რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის. შეხვედრა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე, ერიკ ელესი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)