12:51 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 13:33:31, 1050 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე იაკობი - ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა

ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა, - ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა. 

მისი თქმით, ვროპა რომ საქართველოსთან მიმართებაში მართალი იყოს, ის 308 პარლამენტარი გამოვიდოდა  და იქიდან 10, საერთო წერილს დაწერდა და იტყოდა, რომ იქნებ ერთად დამჯდარიყვნენ და ისე მიეხედათ საქმისთვის.

"წყენა აქვთ გულში როგორც ჩანს და მასე გამოხატავენ. ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა. ევროპარლამენტზე ვიძახი და ევროპარლამენტიდან წავიდა ეს ყველაფერი მერე რაც წავიდა. ევროპა რომ მართალი იყოს ჩვენთან მიმართებაში, ახლა როცა უარს ამბობენ საპარლამენტო დებატებზე, გამოვიდოდა ის 308 ღრმადპატივცემული პარლამენტარი და იქიდან 10, საერთო წერილს დაწერდა და იტყოდა, რომ იქნებ დაჯდეთ ერთად და ისე მიხედოთ, დავაწყნაროთ სიტუაცია. ჩემი გადასახედიდან, უკრაინის გარდა არავის მიღება უნდოდათ, ჩვენთან უბრალოდ ეგ თემა პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის გამოიყენეს ბოლომდე ჩვენებმა თუ იმათმა",-განაცხადა მეუფემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics