|
2022-07-11 10:38:56, 1138 ნახვა
მსოფლიო
ევროპაში უდიდესმა მილსადენმა, რომლითაც რუსული გაზი გერმანიას მიეწოდება, ნაკადები დროებით შეაჩერა
ევროპაში უდიდესმა ცალკეულმა მილსადენმა, რომლითაც რუსული გაზი გერმანიას მიეწოდება, ნაკადები, სავარაუდოდ, ათი დღით შეაჩერა, მაგრამ მთავრობები, ბაზრები და კომპანიები შიშობენ, რომ ეს შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. Nord Stream 1 მილსადენით რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის ქვეშ წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება ხდება. ამ გაზსადენზე ევროკავშირის მრავალი ქვეყანაა დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ბალტიის ზღვაზე გამავალი ნაკადი გაითიშა, ევროპის ქვეყნები ბუნებრივ აირს უკრაინის გავლით იღებენ. იქმნება საფრთხე, რომ ევროპის ქვეყნები ზამთრის გაზის მარაგს ვერ შეავსებენ. კანადამ განაცხადა, რომ დააბრუნებს გარემონტებულ ტურბინას, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ გააფართოვებს სანქციებს რუსეთის ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ქვეყანას უნდა შეექმნას შესაძლებლობა, რომ რუსეთმა შეაჩეროს გაზის ნაკადები Nord Stream 1-ით დაგეგმილი ტექნიკური პერიოდის შემდეგ. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ბრალდებები, რომ რუსეთი იყენებდა ნავთობსა და გაზს პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად და თქვა, რომ ტექნიკური სამუშაოების გათიშვა იყო რეგულარული, დაგეგმილი ღონისძიება და რომ არავინ „იგონებდა“ რაიმე რემონტს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)