|
2022-07-10 18:00:21, 1485 ნახვა
მსოფლიო
მედია - გერმანია უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას ბლოკავს
გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდერი უკრაინისთვის ევროკავშირიდან 9 მილიარდ ევროს ფინანსურ ტრანშსს ბლოკავს, ჯერჯერობით ოფიციალური პირი მხოლოდ 1 მილიარდ ევროს გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Corriere della Sera საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, გერმანიის ფინანსთა მინისტრი ეწინააღმდეგება უკრაინაში თანხების გამოყოფას საერთო ევროპული ვალის მეშვეობით, როგორც ეს იყო COVID-19 პანდემიის დროს. ამასთან, ქვეყნის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ბიუჯეტის ყოველთვიური დანაკლისი 5 მილიარდი დოლარია, ეს თანხები პარტნიორებისგან იყო მოთხოვნილი. ლინდერი თავის პოზიციას იმით ამტკიცებს, რომ სექტემბერში უკრაინა რისკავს არ გადაიხადოს თავისი საგარეო ვალის 900 მილიონი ევრო. გამოცემის ჟურნალისტების თქმით, ტრანშის დაგვიანება შეიძლება იყოს გერმანიაში უკრაინის ელჩის , ანდრეი მელნიკის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გაზაფხულზე კიევს 9 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტის გაგზავნა შესთავაზა. შემდეგ ტრანში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაამტკიცეს. ფული შესთავაზეს უკრაინას სესხის სახით 25 წლის ვადით და უპროცენტოდ იმ სახსრებიდან, რომელსაც ევროკომისია აგროვებდა ბაზარზე სავალო ობლიგაციების ევროპული ქვეყნების გარანტიებით გამოშვებით. ევროპული დახმარების პირველი ტრანში 1 მილიარდი ევროს ოდენობით ევროპარლამენტმა 7 ივლისს დაამტკიცა .
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)