|
2022-07-09 12:46:31, 978 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკში შეხვედრა გამართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის ურბანული კატასტროფების რისკის მართვის, მდგრადობის და მიწის გლობალური მართვის საკითხებში დირექტორს სამეჰ ვაჰბას შეხვდა. სამინისტროს ცნობით, ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა სამეჰ ვაჰბას იმ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო მსოფლიო ბანკისგან სხვადასხვა მიმართულების განვითარებისთვის იღებს. „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მელიორაციის კუთხით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რამაც საშუალება მოგვცა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესისთვის მიგვეღწია”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. უწყების ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად, მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში. პროექტის ძირითადი მიმართულებაა საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/მოდერნიზაცია. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორგანიზაციების რეფორმის პროცესის ხელშეწყობას, კერძოდ, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ფინანსური, ინსტიტუციონალური, მდგრადი ოპერირების, საინვესტიციო დაგეგმარების, გამართული საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებებს. „შეხვედრაზე, მსოფლიო ბანკის დირექტორმა, სამეჰ ვაჰბამ დადებითად შეაფასა საქართველოში ირიგაციისა და მიწის მართვის მიმართულებით მსოფლიო ბანკთან ერთად განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისივე განცხადებით, ახალი პროექტი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტი” (GRAIL) ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო განვითარებას. შეხვედრაზე განსაკუთრებულად დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი კლიმატის ცვლილებების კუთხით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)