03:18 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 10:50:05, 1303 ნახვა

მსოფლიო
G20-ის სამიტზე ტრადიციული ფოტოსესია არ შედგა - დასავლელმა ლიდერებმა ლავროვთან დგომა არ ისურვეს

G20-ის სამიტზე არაერთმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის წარმომადგენელთან ერთობლივ ფოტოსესიაში მონაწილეობა არ ისურვა. ინფორმაციას იაპონური სააგენტო Kyodo ავრცელებს .

გამოცემის ცნობით, წელს შეხვედრის მონაწილეთა ტრადიციული ფოტოსესია არ შედგა, ვინაიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გვერდზე დგომა სხვა ქვეყნის ლიდერებმა არ ისურვეს. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია , რომ პირველი უარი თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმაც. 

გარდა ამისა, Reuters- ის ცნობით , სამიტის რამდენიმე მონაწილემ უარი თქვა ლავროვთან შეხვედრაზე სამიტის ფარგლებში. მათ შორის, ისევ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, გერმანიისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბურბოკი.

ამ ფაქტს გამოეხმაურა თავად ლავროვი, რომელმაც თქვა, რომ "არავის ეპატიჟება გადასაღებად". 

"რაც შეეხება ჩემთან შეხვედრებს, განცხადებებს, რომ ჩემთან ერთად არ გადაიღებენ სურათებს. კარგი, მე არავის ვეპატიჟები გადასაღებად და საერთოდ, არსად არავინ დამიპატიჟია. ინდონეზიამ დამპატიჟა", - თქვა მან. 

G20 არსებობს 1999 წლიდან. მასში შედის: ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, რუსეთი, კანადა, ინდოეთი, ავსტრალია, მექსიკა, სამხრეთ კორეა, ინდონეზია, თურქეთი, საუდის არაბეთი, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთი უნდა გამოირიცხოს G20-დან.

წელს სამიტს ინდონეზია უმასპინძლებს.  ინდონეზიის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ღონისძიებაზე  პირადად მიიწვია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics