03:17 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 12:25:14, 1230 ნახვა

მსოფლიო
BBC - ბორის ჯონსონი პარტიის ლიდერის პოსტს დღეს დატოვებს, პრემიერობას კი შემოდგომამდე გააგრძელებს

ბორის ჯონსონი დღეს კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს, თუმცა პრემიერ-მინისტრის პოსტს შემოდგომამდე გააგრძელებს,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ზაფხულს კონსერვატიული ლიდერების „რბოლა“ გაიმართება, ახალი პრემიერ-მინისტრი კი ოქტომბერში დაინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონის პოზიცია პრემიერობის რანგში, მის რეიტინგთან ერთად, სულ უფრო დაუცველად გამოიყურება. მას უკვე არაერთმა მინისტრმა გამოუცხადა უნდობლობა. 

ბოლო დღეების განმავლობნაში, თანამდებობა დატოვა სახაზინო ხაზინის მინისტრმა, ჯონ გლენიმ, იუსტიციის მინისტრმა, ვიქტორია ატკინსმა და სასოფლო ინოვაციისა და კლიმატის ადაპტაციის მინისტრმა, ჯო ჩერჩილი. ასევე, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა და ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა. 

მინისტრებს გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ, მაგრამ Reuters-ის ცნობით, მინისტრების გადადგომა მოხდა მას შემდეგ, რაც ჯონსონი გამოვიდა ტელევიზიით, რათა ბოდიში მოეხადა კრისტოფერ პინჩერის დანიშვნის გამო, რომელსაც ბრალი ედებოდა მისი ორი კოლეგის შევიწროებაში.

ასევე, 6 ივნისს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს კარანტინის პერიოდში დარღვეული წესების გამო. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 2020 და 2021 წლებში წვეულებები იმართებოდა ოფისში საკარანტინო ზომების დაცვის გარეშე, რომელიც მთავრობამ შემოიღო მთელ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო. მონაწილეები დაჯარიმდნენ. ჯონსონმა აღიარა დანაშაული , ბოდიში მოიხადა და გამოაცხადა მზადყოფნა გადაიხადოს ჯარიმა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრემიერმა ნდობა მიიღო და თანამდებობა არ დატოვა.

უნდობლობის გამოცხადების დასაწყებად კონსერვატორებს თემთა პალატაში დეპუტატების 15%-ის ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ . 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics