|
2022-07-07 10:04:49, 701 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ნახეს, რომ პირველი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია, პირველივე ნაბიჯები გადადგეს პოლარიზაციისკენ
„რასაც ვუყურებ განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში და იმ მოცემულობის ფონზე, რომ გამოცხადდა თუ არა ევრორეკომენდაციები და პირველი პუნქტი ნახეს, რომ იყო დეპოლარიზაცია, პირველივე ნაბიჯები გადადგეს პოლარიზაციისკენ, ეს ხომ ფაქტია და ამ ხალხისგან მე იმედი არ მაქვს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა. მისი თქმით რადიკალური ოპოზიციისგან თანამშრომლობის იმედი არ აქვს. „ქუჩის პროტესტი სცადეს თავის სატელიტების მეშვეობით, არ გამოუვიდათ, ჩავარდა. 20-ში მოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი იმიტომ, რომ კარგად შეიფუთა ეს აქცია. ჩვენ კი ვამბობდით, რომ ეს არის „ნაცმოძრაობის“ მიერ დაორგანიზებული აქცია და არანაირი „შინ ევროპისკენ“ რეალური სლოგანი არ არის. რომ გვჯეროდეს, რომ ეს არის „შინ ევროპაში“, მაშინ ჩვენც მივიღებდით მონაწილეობას, მაგრამ ხომ ვიცოდით ვისი დაორგანიზებული იყო და რა მიზნები ამოძრავებდათ. ხომ გამოჩნდა და აღმოვჩნდით მართლები. როგორც კი ეს სიმართლე გაირკვა ადამიანების რაოდენობა შეცოტავდა და ბოლოს ერთმანეთშიც ვერ გაერკვნენ და ახლა ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს უფრო რადიკალური მოთხოვნები ჰქონდათ და ამიტომ ავცდით ერთმანეთს პოზიციებშიო. ესეც ხომ თავის მართლების უკანასკნელი არგუმენტია იმიტომ, რომ ხალხი ვინც იქ დადიოდა ცოტა სხვა მიზნით დადიოდა, თუმცა რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობის“ მომხრეები იყვნენ ბევრი და მათ სხვა მოთხოვნები აქვთ. ვიღაცას მიშა სააკაშვილის გათავისუფლება მიაჩნია პრიორიტეტულ ამოცანად და არა ევროპა, ვიღაცას ხელისულების ამოყირავება, წალეკვა, როგორც თვითონ აცხადებენ და დანარჩენები მიხვდნენ, რომ ე.წ. ენჯეო სექტორის წარმომადგენლებსა და „ნაცმოძრაობას“ შორის რეალურად წაიშალა ზღვარი.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)