12:25 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 15:45:08, 1207 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ეს ადამიანები, თავისი უბედურების სათავეს ხედავენ ამ კაცში. ქვეყანაში რომ არის მშვიდობა ამასაც აბრალებენ ივანიშვილს

,,ვიღაცებისთვის, პირდაპირ ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის არსებობა, როგორც ასეთი, არის პრობლემა. ანუ, ისინი ამას განიხილავენ პრობლემად და ყველა თავისი უბედურების პრობლემას ხედავენ ამ კაცში,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა შესაძლებელი ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის რაღაც სინდრომი, რომ ეს ადამიანები, 2012 წლიდან მოყოლებული, ბიძინა ივანაშვილში  ხედავენ ყველაფრის სათავეს. ის რომ ქვეყანაში მშვიდობაა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის, ამასაც  აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს. 

,,ეს რაღაცა სინდრომია. ანუ, ეს ადამიანები თავისი უბედურების ყველა სათავეს ხედავენ, 2012 წლიდან მოყოლებული, სწორედ ამ კაცში. მათ შორის, ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, როგორც ჩანს, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს. რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ეტყობა, ეს არის რაღაცა მათი ქვეცნობიერი, თუ რაღაცა ცნობიერი პრობლემა, სინდრომი. ეს არის, მათი რიტორიკის შემადგენელი ნაწილი. კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, რომ მათთვის მისი არსებობა არის, როგორც ასეთი, პრობლემა,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics