|
2022-07-05 19:47:06, 1001 ნახვა
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი - ,,ლელოს’’ მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმებაზე საუბარი არარელევანტურია - ეს არის პოლიტიკური უტიფრობა
,,შარლ მიშელის შეთანხმება არის ანულირებული ოპოზიციის მიზეზით, ვინაიდან 100 დღის განმავლობაში ოპოზიციის ძირითადმა ჯგუფმა არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას და ამ შეთანხმებამ აზრი დაკარგა’’ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ლელოს“ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას. როგორც დავითულიანმა აღნიშნა, პარტია ,,ლელოს’’ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე საუბარი პოლიტიკური უტიფრობაა, რადგან, მათ რომ პირობების შესრულება ნდომოდათ, მათ ლიდერი არ დატოვებდა მანდატს. ,,რაც შეეხება, „ლელოს“ მხრიდან, ამ შეთანხმების, ისევე პოლიტიკური დღის წესრიგში შემოტანის მცდელობას, ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია. მათ რომ ამ შეთანხმების აღსრულება ნდომებოდათ, მათი ლიდერი მანდატს არ დატოვებდა და არც რადიკალიზაციისკენ წაიყვანდა ამ პროცესებს. ვინაიდან ეს ასე მოხდა, დღეს მათი მხრიდან ამაზე საუბარი არარელევანტურია და შეიძლება ითქვას, ეს არის პოლიტიკური უტიფრობა,’’ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)