|
2022-07-05 14:35:07, 1342 ნახვა
მსოფლიო
ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერეს, საბოლოო რატიფიკაციას ერთი წელი დასჭირდება
ნატო-ს 30-მა მოკავშირემ მოაწერა ხელი ფინეთისა და შვედეთს გაწევრიანების ოქმს, რათა მათ შეეძლოთ შეუერთდნენ ალიანსს მას შემდეგ, რაც მოკავშირე პარლამენტები დაადასტურებენ გადაწყვეტილებას. სკანდანივაიის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოებაა 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ. „ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია,მაგიდის გარშემო 32 ერი ვიქნებით კიდევ უფრო ძლიერები."- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად. პროტოკოლი ნიშნავს, რომ ჰელსინკის და სტოკჰოლმს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ნატო- ს შეხვედრებში და ჰქონდეთ უფრო მეტი წვდომა დაზვერვაზე, მაგრამ ქვეყნები ჯერ არ იქნებიან დაცულნი ნატო-ს თავდაცვის მუხლით, რომლის მიხედვითაც, თავდასხმა ერთ მოკავშირეზე არის თავდასხმა ყველაზე. საბოლოო რატიფიკაციის პროცესს სავარაუდოდ, ერთ წელი დასჭირდება. "გმადლობთ მხარდაჭერისთვის! ახლა იწყება თითოეული მოკავშირის მიერ რატიფიცირების პროცესი", - დაწერა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ Twitter-ზე. ”მოუთმენლად ველით ერთობლივ მუშაობას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, - თქვა მან.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)