|
2022-07-01 20:17:06, 569 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების დახელოვნების ცენტრის თანამშრომლობით გამართული კონფერენციისა და ტრენინგის ოფიციალურ დახურვაში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების საკითხებს მიეძღვნა. გამოსვლაში ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ რეფორმაზე, რომელიც ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს მიერთების შემდეგ ხორციელდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზებას და ქვეყანაში ევროპული რეგულაციების დამკვიდრებას. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს განვითარებას ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ - ისა და ევროპის სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში უნდა გაიზარდოს საკუთარი ენერგეტიკული რესურსების ათვისება, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე დაინერგოს თანამედროვე ენერგეტიკული ტექნოლოგიები. ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ითვალისწინებს ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელებას. კონფერენცია და ტრენინგი თბილისში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების დახელოვნების ცენტრის ორგანიზებით და აშშ - ის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელის ჩართულობით.
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)