|
2022-07-01 14:15:36, 1037 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს სვენია შულცეს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ხაზი გაესვა თანამშრომლობას პრიორიტეტულ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, მდგრადი განვითარება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გერმანიის მხარდაჭერილ პროგრამაზე საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ათობით საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ენერგოეფექტიანობის გასაზრდელად. პროგრამის მთავარი მიზანია სკოლების შენობების მდგრადი და სრული რეაბილიტაცია მათი ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით. აღინიშნა, რომ საჯარო შენობების განახლების ასეთი ღონისძიებები გამოიწვევს ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას. გარდა ამისა, მსგავსი ღონისძიებების შედეგად გახანგრძლივდება შენობის ექსპლუატაციის ვადა, გაუმჯობესდება ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კომფორტის დონეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე პროექტები, რომლებიც გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სფეროს მდგრადობის გაძლიერების მიზნით ხორციელდება. მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით. ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაძლიერებაზე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების ამაღლების მხრივ. საუბარი აგრეთვე წარიმართა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და გერმანიის მხარდაჭერაზე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე გერმანიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების გზაზე და დაეხმარება მას რეფორმების განხორციელების კუთხით.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)