|
2022-07-01 10:36:46, 1432 ნახვა
მსოფლიო
ევროსაბჭო EU-ს სიაში შემაკავებელი ზომების დარღვევის დანაშაულთა დამატებას ითოვს
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში ევროკავშირმა მიიღო რიგი შემაკავებელი ზომები, რომელთა დარღვევაც „ევროკავშირის დანაშაულთა“ ჩამონათვალში დაემატება,- აღნიშნულის შესახებ ევროსაბჭო განცხადებას ავრცელებს. როგორც ევროსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, ეს უზრუნველყოფს სანქციების ანალოგიურ ხარისხს ევროკავშირის მასშტაბით და ხელს უშლის ევროკავშირის ზომების გვერდის ავლის ან დარღვევის მცდელობებს „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში ევროკავშირმა მიიღო რიგი შემაკავებელი ზომები და აუცილებელია ამ ზომების სრულად განხორციელება. ამჟამად წევრ ქვეყნებს აქვთ ძალიან განსხვავებული დეფინიციები იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს შემაკავებელი ზომების დარღვევა და რა სასჯელები უნდა იქნას გამოყენებული დარღვევის შემთხვევაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სანქციების აღსრულების სხვადასხვა ხარისხი და ამ ზომების გვერდის ავლა, რაც პოტენციურად საშუალებას მისცემს სანქცირებულ პირებს გააგრძელონ წვდომა მათ აქტივებზე და მხარი დაუჭირონ ევროკავშირის ზომების მიზნობრივ რეჟიმებს. შემაკავებელი ზომების დარღვევის „ევროკავშირის დანაშაულთა“ ჩამონათვალში დამატების ერთსულოვანი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს, როგორც მეორე საფეხურს, მიღებულ იქნას დირექტივა, რომელიც შეიცავს მინიმალურ წესებს სისხლის სამართლის დანაშაულების განსაზღვრისა და ევროკავშირის შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სასჯელის შესახებ. ეს უზრუნველყოფს სანქციების ანალოგიურ ხარისხს ევროკავშირის მასშტაბით და ხელს უშლის ევროკავშირის ზომების გვერდის ავლის ან დარღვევის მცდელობებს“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 83(1) მუხლის თანახმად, პარლამენტმა და საბჭომ შეიძლება დაადგინონ მინიმალური წესები სისხლის სამართლის დანაშაულებისა და სანქციების განსაზღვრასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სფეროებში, ტრანსსასაზღვრო განზომილებით. დანაშაულის სფეროებია: ტერორიზმი, ადამიანებით ვაჭრობა და ქალებისა და ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია, ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობა, იარაღით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება, კორუფცია, გადახდის საშუალებების გაყალბება, კომპიუტერული დანაშაული და ორგანიზებული დანაშაული. 2022 წლის 25 მაისს ევროკომისიამ წარმოადგინა წინადადება გადაწყვეტილების შესახებ დანაშაულის ამ სფეროების სიის გაფართოების შესახებ ევროკავშირის მიერ მიღებული შემზღუდავი ზომების დარღვევის ჩათვლით.
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)