|
2022-06-28 10:34:51, 833 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს არავითარი ფორმით არ ერგება ოლიგარქის ცნება
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმის დადასტურებულად, რომ პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში არის ჩართული. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განმარტა, ბიძინა ივანიშვილი არავითარი ფორმით არ ხვდება ოლიგარქის ცნების ქვეშ. „მარტივად რომ შევხედოთ, რეალობა არის რა, ბიძინა ივანიშვილი შარშან პოლიტიკიდან გავიდა, მას შემდეგ, არცერთი ფაქტი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იყო ჩართული, არ არსებობს. რაც შეეხება მაგალითად, სააკაშვილს, ის არის დღემდე „ნაცმოძრაობის“ არაფორმალური ლიდერი, დღემდე ხარჯავს ნაძარცვ, სისხლიან ფულს საქართველოში პოლიტიკაში, მედიაში და ა.შ. ეს ერთი. მეორე კეზერაშვილი ისეც ნაძარცვი, სისხლიანი ფულით წავიდა საზღვარგარეთ და დღემდე ხარჯავს ფულს როგორც მედიაში, ასევე პოლიტიკაში. ხაზარაძე და ჯაფარიძე, მათზეც ყველა ის კანონი ვრცელდება, რომელიც უკრაინულ კანონშია მოცემული. ეს არის კონკრეტული თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მედიაზე გავლენა. უკრაინული კანონიც რომ გვერდზე გადავდოთ, ეს კრიტერიუმი პირდაპირ ერგებათ ამ ადამიანებს, ისინი ცალსახად ოლიგარქები არიან. ისინი არიან ოლიგარქები ქართულ პოლიტიკაში, რომლებიც ფლობენ გავლენას პოლიტიკაში, მედიაზე, აქვთ ბევრი ფული, ოლიგარქი მეტი კი არაფერია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არავითარი ფორმით არ ხვდება ოლიგარქის ცნების ქვეშ, გარდა თანხისა. მარტო თანხა არ არის ოლიგარქის ცნების დასადგენად საკმარისი“,-განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, უკრაინაში მიღებულია კანონი და ეს კანონი პირდაპირ რომ დაკოპირდეს საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქების ქვეშ არ მოხვდება. „ავიღოთ, დავაკოპიროთ უკრაინული კანონი, რომელიც ობიექტურად არის გაწერილი, თუ ამ ცნებას საქართველოში გადმოიტანთ, ნახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არავითარი ფორმით არ ეგება ოლიგარქის ცნება. მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებზე - ეს არის იგივე სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაზარაძე, ჯაფარიძე, პირდაპირ ზედგამოჭრილია ის ცნება, რომელიც უკრაინულ კანონშია გაწერილი“,-განაცხადა კობახიძემ.
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)