|
2022-06-27 17:46:32, 1661 ნახვა
პოლიტიკა
„ვერ გავემიჯნებით მიმდინარე პროცესებს და ვერ შევეგუებით ევროპული პერსპექტივის დაკარგვას“ - პროფესორ-მასწავლებლების ღია წერილი
დრო ძალიან ცოტა გვაქვს, შესაძლებლობა კი - ისტორიული. გავერთიანდეთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის!,- საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები ღია წერილს ავრცელებენ. წერილში ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსით ჩაერთონ ერთიან სამოქალაქო პლატფორმაში, რომელიც მოამზადებს საფუძველს ევროპარლამენტის რეზოლუციით გათვალისწინებული რეფორმებისთვის. წერილს უცვლელი ფორმით გთავაზობთ: „ჩვენ, საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, ვიზიარებთ რა საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ახალგაზრდა თაობის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, გავხდეთ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები, რაც დადასტურებულია პლებისციტის შედეგებით და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერით, ვთვლით, რომ ამ გადამწყვეტ ეტაპზე, როგორც არაერთხელ, საქართველოს ისტორიაში, ამჯერადაც აუცილებელია სამოქალაქო ერთობა, რომელშიც ყველა ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენი სამშობლოს - საქართველოს - უკეთესი, ევროპული მომავლის წინაშე. ქართველი პატრიოტების მიერ საუკუნეების წინ დაწყებული ბრძოლა დასავლურ ცივილიზაციასთან ინტეგრირების მიზნით გრძელდება და დღეს, როგორც არასდროს, ისე რეალურია სასურველი მიზნის მიღწევა. ვგრძნობთ რა უდიდეს პასუხისმგებლობას, როგორც მოქალაქეები და იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც მომავალ თაობებს ქვეყანაში დარჩენის, სამშობლოზე ზრუნვის საქმეში წვლილის შეტანის, წარმატებული, განათლებული, მრავალფეროვანი საქართველოსთვის ყოველდღიური შრომისკენ მოვუწოდებთ, მიგვაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გვქონდეს ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ბავშვს, ახალგაზრდას, ზრდასრულს თუ ხანდაზმულს, ნებისმიერ მოქალაქეს, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების, საკუთარი შეხედულებისა თუ იდენტობის მიუხედავად, თანაბრად მიუწვდება ხელი სახელმწიფოს სიკეთეებზე. ავაშენოთ ქვეყანა, რომელშიც თითოეული ადამიანის უფლებები თანაბრად იქნება დაცული, კანონი - სამართლიანი, სამართალი კი - მოქმედი და ყველასთვის აღქმადი. ჩვენ ვერ გავემიჯნებით მიმდინარე პროცესებს, ვერ შევეგუებით სახელმწიფოს ევროპული განვითარების ნათელი პერსპექტივის დაკარგვას სიძულვილის, დაპირისპირების, პოლარიზაციისა და ოლიგარქიზაციის გამო - პროცესების, რომლებიც საქართველოს დასუსტებას იწვევს და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ისტორიული მტრის - ოკუპანტი რუსეთის ინტერესებშია. ქართველი ხალხი და მისი განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა მეტს იმსახურებს. საქართველო მეტს იმსახურებს. აქვე გამოვთქვამთ მზაობას, ჩვენი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსით ჩავერთოთ ერთიან სამოქალაქო პლატფორმაში, რომელიც მოამზადებს საფუძველს ევროპარლამენტის რეზოლუციით გათვალისწინებული რეფორმებისთვის და ჩვენი ძალისხმევა მოვახმაროთ ევროკავშირში გაწევრების მიზნის განხორციელებას. დრო ძალიან ცოტა გვაქვს, შესაძლებლობა კი - ისტორიული. გავერთიანდეთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის”,- აღნიშნულია წერილში. ხელმომწერთა სია:
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)