|
2022-06-27 12:39:09, 862 ნახვა
მსოფლიო
იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს
იაპონია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. შეზღუდვები მოიცავს რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას. ინფორმაციას NHK ავრცელებს. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ახალი სანქციები მოიცავს რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას, ასევე რუსეთის ფედერაციისთვის ბუღალტრული აღრიცხვის, ტრასტის და რიგი სხვა სერვისების მიწოდებას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ იაპონიის ახალი შეზღუდვები რუსეთიდან კიდევ 70 პირისა და ორგანიზაციის აქტივების გაყინვას გამოიწვევს. გარდა ამისა, იაპონიის პარლამენტმა აკრძალა საქონლის მიყიდვა 90 ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებულია თავდაცვის სექტორთან. ცნობისთვის, Bloomberg-ის პორტალი იყო პირველი, ვინც რუსულ ოქროზე ემბარგოს მომზადების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაადასტურა. მისი თქმით, აკრძალვას შეუერთდებიან დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და იაპონია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ოქროს ექსპორტზე ემბარგო დარტყმა იქნება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისთვის. ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 19 მილიარდ დოლარს დაკარგავს შემოსავალს. ბლინკენი მიიჩნევს, რომ ემბარგო დამატებით ზეწოლას გამოიწვევს რუსული ბაზრიდან ათასზე მეტი დასავლური კომპანიის გაყვანასთან ერთად.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)