|
2022-06-27 11:35:03, 1195 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - იმ ფონზე, როდესაც ინგრევა მსოფლიო ბაზრები, მოვახერხეთ, რომ 5 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება
ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ამ დაკვეთას ყველანი ერთად შევასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკა რეცესიას განიცდის და უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა, საქართველომ მოახერხა ის, რომ 5 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება. „ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემებით, რაც მე ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს. მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ მონაცემებს. გამოდის, რომ ამ წელს, 5 თვეში, გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს მართლაც უპრეცედენტოა ევროპაში. იმ ფონზე, როდესაც ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ზოგადად, პრობლემა არის ყველგან, უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი წელს, პირველ კვარტალში. იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი არის გამყარებული. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა. ამას რა თქმა უნდა, ჩვენ შევინარჩუნებთ, კიდევ უფრო მაღალი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენ მუშაობა ახლა და რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ამ დაკვეთას ყველანი ერთად შევასრულებთ", - განაცხადა პრემიერმა.
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)