|
2022-06-24 17:43:07, 982 ნახვა
მსოფლიო
კასიანოვი ღარიბაშვილს - ეს არაა ავანსი და არც წახალისება, ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა
ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა დღეს, 24 ივნისს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კასიანოვის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინა გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, შეეძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ღირებულებების დაცვას, ის აღარ იქნება დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე და უფრო სწრაფად შეძლებს გამოწვევებსა და საფრთხეებზე რეაგირების მოხდენას. „ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა. ამისთვის უკრაინელი ხალხი გამოვიდა მაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე, თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის უფლებისთვის. 120 დღეზე მეტი უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას. უკრაინელები ახლა ყოველ დღე იცავენ ევროპასა და დემოკრატიას, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის. უკრაინა გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რომელიც უკვე იცვლება, ევროკავშირი იცვლება. ახლა ის იქნება უფრო ძლიერი, უფრო მზარდი, რომ დაიცვას საკუთარი თავი და დაიცვას საკუთარი ღირებულებები, იქნება უფრო ძლიერი ეკონომიკური მოთამაშე გლობალურ განზომილებაში. ის აღარ იქნება დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე და უფრო სწრაფად შეძლებს გამოწვევებსა და საფრთხეებზე რეაგირების მოხდენას”,- განაცხადა კასიანოვმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ. ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აღნიშნა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი, ისე მიიღეს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)