11:27 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 11:32:12, 1035 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი - ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და მაინც მახარებს ევროკავშირის ლიდერების მოლოცვა

ამ პროცესში ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და მაინც ძალიან მახარებს ევროკავშირის ლიდერების მოლოცვა ახალი ისტორიული წინსვლის შესახებ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ სახელისუფლო გუნდის მიღწევები, არამედ ეს არის ხალხის არჩევანი და ერთობლივი მიღწევა. 

"ხომ მაქვს განცდა და დარწმუნებულიც ვარ, რომ ყველა პარამეტრით, კრიტერიუმით - პოლიტიკურად, მორალურად და სამართლებრივად ამ პროცესში ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და მაინც ძალიან მახარებს ევროკავშირის ლიდერების მოლოცვა ახალი ისტორიული წინსვლის შესახებ.
ევროკავშირთან ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და ახლა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა - 

ამაყი ვარ, რომ ამ ნაბიჯების თანამონაწილე ვარ და ჩემი წვლილიც არის ამ წინსვლაში. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სახელისუფლო გუნდის მიღწევები ამ 10 წელიწადში, ეს არის ხალხის არჩევანი და ერთობლივი მიღწევა. 

კიდევ მეტი შრომა, რეფორმები და რაც მთავარია, რაც ყველას ეხება, დამშვიდდით და "დეპოლარიზირდითო". გერმანიასა და დანიაში ჩემი სწავლისა და მუშაობის პერიოდში ვისწავლე ისიც, რაც ჩემს პროფესიას პირდაპირ არ ეხებოდა. ეს ევროპული ცხოვრებისა და აზროვნების კულტურაა. სიმშვიდე და გრძელვადიანი ხედვით ცხოვრება, ამ კულტურის ნაწილია.
მოკლედ, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი #ევროპისკენ",- წერს თამარ ტალიაშვილი. 

ცნობისთვის, ევროპის საბჭომ, რომელშიც 27 წევრი ქვეყნის მეთაურები შედიან, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატობა მიანიჭა, საქართველოს კი - პერსპექტივა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics