|
2022-06-23 16:24:13, 939 ნახვა
მსოფლიო
პომპეო - რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილი გენოციდია, პუტინის მიზანია შექმნას სსრკ-ს მსგავსი რუსული იმპერია
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილი გენოციდია. პუტინის მიზანია შექმნას, ყოფილი სსრკ-ს მსგავსი რუსული იმპერია,- განაცხადა აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო კანდიდატმა მაიკ პომპეომ. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის გეგმებში ასევე შედის ენერგორესურსების ხელში ჩაგდება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე და შემდგომ რუსული პირობები სდაწესება ენერგეტიკის სფეროში. „პუტინის უკანონო, შეტევითი ომი წარმოადგენს დაგეგმილ გენოციდს, ანუ ხალხის მიზანმიმართულ განადგურებას, როგორც ეს განსაზღვრულია გაეროს წესდებაში 1948 წელს. ეს გამოიწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს აშშ-სთვის და მსოფლიოსთვის,“, - განაცხადა პომპეომ. მისი აზრით, ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: შეაჩეროს რუსეთის მცდელობა დონბასზე კონტროლის დამყარების კუთხით და გააგრძელოს უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარება. „ამერიკას აქვს აბრამსის ტანკების დიდი მარაგი; მნიშვნელოვანი ნაწილი დაუყოვნებლივ უნდა მომზადდეს უკრაინაში გადასაზიდად“, - განაცხადა პომპეომ. მან ასევე მოითხოვა კიევისთვის ამერიკული წარმოების პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი საბჭოთა პერიოდის S-300 სისტემები საკმარისი არ არის. მაიკ პომპეო რესპუბლიკელია. ის 2018-21 წლებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა. მან ცოტა ხნის წინ მიანიშნა, რომ განიხილავს კანდიდატობას 2024 წლის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევბებში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)