|
2022-06-22 13:14:30, 1605 ნახვა
პოლიტიკა
EURACTIV – EU უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს, საქართველოზე კი ევროკომისიის შეფასებას გაიმეორებს
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში, სავარაუდოდ, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ, საქართველოს შემთხვევაში კი ევროკომისიის მიღებულ შეფასებას გაიმეორებენ,- ამის შესახებ გამოცემა EURACTIV მათ მიერ მოპოვებული ევროკავშირის სამიტის შეჯამების პროექტის მიხედვით წერს, რომელიც 21 ივნისით თარიღდება. გამოცემის თანახმად, ევროკავშირის ლიდერები შემდგომ ნაბიჯებსმას შემდეგ გადაწყვეტენ, რაც ევროკომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება. „ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას , სავარაუდოდ ამ განცხადებას გააკეთებენ ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს, 23 ივნისს ევროკავშირის სამიტზე შეხვედრისას. ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დაადასტურებენ პოზიციას და განაცხადებენ, რომ ისინი „მზად არიან მიანიჭონ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც განიხილება საქართველოს წევრობის განაცხადის შესახებ კომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები. თითოეული ქვეყნის პროგრესი ევროკავშირისკენ იქნება დამოკიდებული მის დამსახურებაზე კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულებაში, მათ შორის ევროკავშირის შესაძლებლობებზე ახალი წევრების ათვისებაში“, - ნათქვამია დასკვნების პროექტში. ამასთან, პირობების შესრულების შესახებ პროგრესის შეფასების პირველი ანგარიში მოსალოდნელია, როგორც კომისიის რეგულარული გაფართოების პაკეტის ნაწილი მიმდინარე წლის ბოლომდე. „ქართული ოცნების“ მთავრობა მზარდი საერთაშორისო კრიტიკის წინაშე დგას იმის გამო, რომ აღიქმება უკანდახევა დემოკრატიაზე, რაც სერიოზულად აზიანებს თბილისის ურთიერთობას ბრიუსელთან”,- წერს მედია. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 17 ივნისს უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაუწია, რამაც ევროკავშირის ლიდერებს დაახლოებით ერთი კვირა დაუტოვეს დოკუმენტის შესწავლა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ევროკომისიამ ასევე რეკომენდაცია გაუწია მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ იგივე პერსპექტივა არ მიენიჭა საქართველოს, სანამ ის არ შეასრულებს დადგენილ პირობებს. ორშაბათს, 20 ივნისს კი, პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საზოგადო მოღვაწეებმა და ევროპარლამენტარებმა მიმართეს. დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – გალერეა თბილისამდე ტერიტორიას. "ექსპრესნიუსის" დათვლებით, აქციაზე მინიმუმ 120 ათასი ადამიანი, მაქსიმუმ 135 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)