13:25 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 12:08:30, 790 ნახვა

საზოგადოება
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბურ აქციას ჩაატარებს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბურ აქციას ჩაატარებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ღონისძიების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორიები.  

„ღონისძიების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია, თამარაშვილის ქუჩისა და ახალი გზის დამაკავშირებელი გვირაბი, „მზიურის“ (რაგბის კავშირთან) მიმდებარე ტერიტორია, ფერდობი წყნეთის ქუჩაზე, მდინარე ვერეს სანაპირო ზოლი. ზოგადად, ქალაქის დანაგვიანება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ხდება მდინარის კალაპოტში სამშენებლო ნარჩენების გადაყრა და ეს კატეგორიულად მიუღებელია. მხოლოდ „თბილსერვისის“ თანამშრომლები და გაწმენდითი სამუშაოები ამას ვერ შეაჩერებს. აქ საჭიროა ჩვენი, ყველას ჩართულობა და გონივრულობა, რომ არ მოხდეს სამშენებლო ნაგვის გადაყრა ხევში, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და შემდეგ, ამ სამუშაოების ჩატარება გვიწევს. სამუშაოების ჩატარება პრობლემა არ არის, პრობლემაა ნარჩენების გადაყრა მდინარის ხევში დაბინძურების თვალსაზრისით.  ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს დასუფთავების დეპარტამენტის 100 თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებული იქნება 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევა არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი
საფრანგეთმა ფეიერვერკების გაყიდვასა და გამოყენებაზე დროებითი აკრძალვა დააწესა
კობახიძე ირწმუნება, რომ 2020 წლის შემდეგ სიღარიბე 0.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია
კობახიძე - 2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics