|
2022-06-21 12:02:49, 1049 ნახვა
საზოგადოება
ღონისძიებას „ბავშვთა უფლებები და გარემო“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოს მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის 26-ე ზოგადი კომენტარის შემუშავების საკითხებზე ღონისძიება „ბავშვთა უფლებები და გარემო“ გაიმართა.ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა. სოლომონ პავლიაშვილმა სტუდენტებს გარემოს მდგრადი განვითარების მიზნები გააცნო და გლობალურ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. „მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა დავაინტერესოთ გარემოსდაცვითი საკითხებით; მნიშვნელოვანია, ისინი მონაწილეობას იღებდნენ ისეთ კონფერენციებში, რომელიც ბავშვთა უფლებებისა და გარემოს დაცვას ეძღვნება. იმედი გვაქვს, ბევრი მოსწავლე გააგრძელებს გარემოს დაცვის მიმართულებით სწავლას. დასახული მიზნის მისაღწევად, ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულების ბევრი პროფესიონალი ესაჭიროება“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გარემოსდაცვითი გლობალური გამოწვევების დასაძლევად და ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, ბავშვის უფლებათა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა ყველა შესაბამისი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა ღონისძიება განახორციელონ; განსაკუთრებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებზე. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიკიკო ოთანი, გაეროს ბავშვთა გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ფონდის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილე ფილიპე კორი, ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი სოფო კილაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი მერაბ ტურავა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცეთავმჯდომარე ფილიპ ჯაფი.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)