|
2022-06-20 18:00:11, 1024 ნახვა
საზოგადოება
რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკული გაერთიანების, ენერგეტიკისა და კლიმატის კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების, ენერგეტიკისა და კლიმატის კომიტეტის მაღალი დონის მე-9 შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდნენ ენერგეტიკული გაერთიანების, ევროკომისიის, ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები და ტექნიკური ექსპერტები. შეხვედრაზე განხილული იქნა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოებისათვის 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლის მინიჭების საკითხი ოთხი ძირითადი მიმართულებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის: საქართველოს სათბური აირების შემცირების მიზანი, ქვეყნის ენერგიის ჯამურ მოხმარებაში განახლებადი წყაროების წილი და ქვეყნის პირველადი და საბოლოო ენერგიის მოხმარება 2030 წლისათვის. შეხვედრის მიმდინარეობის პროცესში, რომეო მიქაუტაძემ მიმოიხილა ქვეყანაში ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების კუთხით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები, მათ შორის შემოთავაზებული მიზნების შესაბამისობის აუცილებლობა უკვე დამტკიცებულ საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილთან და საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტთან. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის აუცილებლობას სამიზნე მაჩვენებლების დასახვეწად და აღნიშნა, რომ გეგმაში მოცემული სამომავლო მაჩვენებლები 2030 წლისათვის შემუშავებული იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის დეტალური ანალიზის საფუძველზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი დიალოგი საქართველოს დელეგაციასა და ენერგეტიკული გაერთიანებისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის. ქართული მხარის ტექნიკურმა ექსპერტებმა დეტალურად განიხილეს ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის შემოთავაზებული სამიზნე მაჩვენებლების შესრულების შესაძლებლობები და ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორები და შესაბამისი დაშვებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა შემდგომი ტექნიკური შეხვედრების ჩატარების აუცილებლობა. საყურადღებოა, რომ ორივე მხარის შეთანხმებით განხორციელდება 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლების დასადგენად შესრულებული მოდელირების შედეგებისა და შესაბამისი მონაცემებისა და ტექნიკური ინფორმაციის მიმოცვლა.
კობახიძე - ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევა არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი
საფრანგეთმა ფეიერვერკების გაყიდვასა და გამოყენებაზე დროებითი აკრძალვა დააწესა
კობახიძე ირწმუნება, რომ 2020 წლის შემდეგ სიღარიბე 0.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია
კობახიძე - 2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



