23:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 17:37:00, 1160 ნახვა

საზოგადოება
„სცენაზე არ იქნებიან პოლიტიკოსები“ - სირცხვილიას განცხადებით, აქციაზე ევროპარლამენტარები გამოვლენ

სცენაზე დღეს არ იქნებიან პოლიტიკოსები ზუსტად იმიტომ, რომ  რაღაცა სხვადასხვა პარტიული კუთვნილების არ იყოს, არავინ ნაწყენი არ დარჩეს, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, გამომსვლელების შემდეგ, შეკრებილები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან. 

"პარლამენტის წინ ჩვენ ვიხილავთ ქართველი ხალხის ნების ზეიმს. ჩვენთან ადამიანს შეუძლია მოვიდეს ვინც არ უნდა იყოს ის და გამოხატოს თავისი ერთგულება ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. რაც შეეხება ამ დღეს სცენას, სცენაზე დღეს არ იქნებიან პოლიტიკოსები ზუსტად იმიტომ, რომ  რაღაცა სხვადასხვა პარტიული კუთვნილების არ იყოს, არავინ ნაწყენი არ დარჩეს", - ამბობს დიღმელაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ივნისს, 20 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია “შინ ევროპისკენ” გაიმართება. 

რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და 5 ევროპარლამენტარიი მიმართავს, მათ შორის არიან:

  • რასა იუკნევიჩიენე
  • მარკეტა გრეგოროვა
  • ჟიგიმანტას პავილიონისი
  • ანდრიუს კუბილიუსი
  • ანა ფოტიგა




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics