13:25 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 14:59:50, 631 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ციფრული მმართველობის გაძლიერების პროექტები, საერთაშორისო კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა წარადგინა

საქართველოში ციფრული მმართველობის გაძლიერების პროექტები საერთაშორისო კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა წარადგინა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
 
სამინისტროს ცნობით, თამარ ტყეშელაშვილმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისების მიწოდება; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და სხვა.
 
„ციფრული მმართველობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს რეგიონში. ჩვენ მოხარული ვართ, გავუზიაროთ პარტნიორ ქვეყნებს ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით. მთავრობამ სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა სერვისების განვითარების სტრატეგია, რომლის პასუხისმგებელ უწყებად იუსტიციის სამინისტროა განსაზღვრული; სერვისების განვითარება კი, შეუძლებელია ციფრული პლატფორმების განვითარების გარეშე. შესაბამისად, ასეთი ტიპის კონფერენციები და ღონისძიებები ყოველთვის ნაყოფიერი იქნება ყველა მხარისთვის",   – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა.
 
 „ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობა და შესაძლებლობათა გაძლიერება" – ამ თემაზე საერთაშორისო კონფერენცია თბილისში დღეს გაიხსნა. მისი  მიზანია ციფრული მმართველობის, სერვისებისა და ინოვაციათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლა, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობათა გაძლიერება, სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესის დახვეწა.
 
კონფერენცია UNDP-ის, კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს, ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტოს (National Information Society Agency (NIA)), ასტანის სამოქალაქო სერვისების ჰაბის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ერთობლივი ჩართულობით ტარდება. საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან ექვსი ქვეყნის თემატური წარმომადგენლები (სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი).

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევა არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი
საფრანგეთმა ფეიერვერკების გაყიდვასა და გამოყენებაზე დროებითი აკრძალვა დააწესა
კობახიძე ირწმუნება, რომ 2020 წლის შემდეგ სიღარიბე 0.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია
კობახიძე - 2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics