|
2022-06-20 14:56:32, 743 ნახვა
საზოგადოება
ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყო
ისნის რაიონში, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და განახლება დაიწყო. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ კედელს, ასევე, ავლაბრისა და ერევნის სკვერებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „დავიწყეთ ავლაბრის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. გადასული ვართ გამზირის მეორე მონაკვეთზე, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად იცვლება. ჩვენ დაანონსებული გვქონდა ავლაბრის მოედნის სრული განახლება-რეაბილიტაცია, რომლის სამუშაოები უკვე დაიწყო. პარალელურად, ერევნისა და ავლაბრის სკვერების რეაბილიტაცია განხორციელდება, ტერიტორია გამწვანდება და დაირგვება ხე-მცენარეები. ავლაბრის მოედანს მთლიანად ექნება სახე შეცვლილი. ძალიან მალე დავიწყებთ მეტროსადგურის განახლება-რეაბილიტაციას, სადაც შენარჩუნდება მწვანე კედელი, რომელიც ძალიან ლამაზი იქნება. ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება, მოედანი ფართოვდება და საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა იქნება წარმოდგენილი. მოქალაქეებს გადაადგილებისთვის ძალიან დიდი სივრცე ექნებათ. ვფიქრობთ, რომ სამუშაოები ნოემბრისთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება. მოეწყობა საფეხმავლო სივრცე და გზაგამყოფი კუნძულები, რაც ბუნებრივი ქვის მასალებით მოპირკეთდება. ასევე, მოედანზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები, მიწისქვეშა ურნები, განთავსდება სკამები, დაითესება ბალახი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. აღნიშნული სამუშაოების შემდეგი ეტაპი მეტროსადგურ „ავლაბრის“ სრული რეაბილიტაცია იქნება. იგეგმება, როგორც შიდა სადგურის, ასევე, გარე ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.
კობახიძე - ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევა არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი
საფრანგეთმა ფეიერვერკების გაყიდვასა და გამოყენებაზე დროებითი აკრძალვა დააწესა
კობახიძე ირწმუნება, რომ 2020 წლის შემდეგ სიღარიბე 0.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია
კობახიძე - 2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



