|
2022-06-20 13:27:42, 1458 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადა ნამდვილი ომის დანაშაულია
რუსეთის მიერ მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადა ომის დანაშაულია,- განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოსეფ ბორელმა. მისივე თქმით, უკრაინაში ომის ფონზე, პორტებში დაბლოკილი მარცვლეულის შედეგად, მილიონობით ადამიანი შიმშილის რისკის წინაშე დგას. ”ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს პორტების დებლოკირებისკენ... წარმოუდგენელია, ვერ წარმოიდგენთ, რომ მილიონობით ტონა ხორბალი რჩება ბლოკირებული უკრაინაში, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს”, - განუცხადა ბორელმა Reuters-ს. უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი რომან ლეშჩენკო აცხადებს, რომ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის ექსპორტის 80% მოდის შავი ზღვის პორტებით, რომლებიც ამჟამად დაბლოკილია რუსეთის მიერ. მინისტრმა გაიხსენა, რომ უკრაინა და რუსეთი უზრუნველყოფენ ხორბლის მსოფლიო ექსპორტის 30%-ს, სიმინდის მსოფლიო ექსპორტის 30%-ს და მზესუმზირის ზეთის მსოფლიო ექსპორტის 80%-ს. მან აღნიშნა, რომ უკრაინიდან მიწოდების ბლოკირებით, რუსეთი ასევე ბლოკავს საკუთარ სოფლის მეურნეობის ექსპორტს. მინისტრის თქმით, უკრაინის შემდგომმა ომმა და პორტების ბლოკირებამ შეიძლება გამოიწვიოს გლობალური სასურსათო კრიზისი, რადგან ჩვენი ქვეყანა სოფლის მეურნეობის პროდუქტს აწვდის მსოფლიოში 400 მილიონ ადამიანს. ლეშჩენკოს თქმით, უკრაინიდან მიწოდების შეწყვეტით ყველაზე მეტად აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები დაზარალდებიან
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)