23:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-19 02:08:15, 1253 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში TV პირველის ოპერატორს სცემეს

ბათუმში TV პირველის ოპერატორს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემეს. შემთხვევა დღეს, 19 ივნისს მოხდა. TV პირველის  გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს. მოგვიანებით კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფაქტის თვითმხილველი გახდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ციალა ქათამიძე და მალხაზ ჭკადუა. TV პირველის ეთერში სწორედ ციალა ქათამიძე უნდა ჩართულიყო. ის პირდაპირ ეთერში ბათუმში, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე [ #შინევროპისკენ] სასაუბროდ იყო მიწვეული.

TV პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას თქმით, ოპერატორის თემურ ზოიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ოპერატორს გარეგნული დაზიანება არ ეტყობა.

კანონის მიხედვით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე მოკვლევა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრეროგატივაა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics