13:11 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 13:30:50, 1025 ნახვა

საზოგადოება
„ავერსის“ საბაჟო საწყობმა საბითუმო დისტრიბუტორის GDP სერტიფიკატი მოიპოვა

2022 წლის 13 ივნისს  „ავერსმა“ მორიგ წარმატებას მიაღწია - კომპანიის საბაჟო საწყობმა  მკაცრი სახელმწიფო ინსპექტირების შედეგად  ნაციონალური საბითუმო დისტრიბუტორის GDP  (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მოიპოვა. 

დოკუმენტი  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გასცა. 

სერტიფიკატი ადასტურებს, რომ „ავერსი-ფარმას“ საბაჟო საწყობი აკმაყოფილებს საქართველოს ნაციონალურ სტანდარტად აღიარებულ და ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებს.

ამასთან,  აღსანიშნავია, რომ „ავერსის“ საბაჟო საწყობი ფლობს ISO 9001 : 2015 - გერმანულ სერტიფიკატსაც, რომელიც ხარისხის მართვის ჰოლდინგმა - TÜV-SUD -მა ჯერ კიდევ 2017 წლიდან გადასცა. 

GDP  სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა  კომპანიისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას. სერტიფიკატი კიდევ ერთხელ ადასტურებს „ავერსის“ სანდოობასა და  ხარისხის მაღალი სტანდარტების მიმართ მის  ერთგულებას.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევა არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი
საფრანგეთმა ფეიერვერკების გაყიდვასა და გამოყენებაზე დროებითი აკრძალვა დააწესა
კობახიძე ირწმუნება, რომ 2020 წლის შემდეგ სიღარიბე 0.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია
კობახიძე - 2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics