|
2022-06-15 16:49:59, 1656 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - უკრაინა იყო, არის და იქნება. საკითხავია, სად იქნება დმიტრი მედვედევი 2 წელიწადში?
უკრაინა იყო, არის და იქნება. საკითხავია, 2 წელიწადში, სად იქნება დმიტრი მედვედევი?,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, მედვედევის განცხადებას. პოდოლიაკის თქმით, რუსულ იმპერიალიზმს სახე რომ ჰქონდეს, ის აუცილებლად მედვედევი იქნებოდა. „რუსულ იმპერიალიზმს სახე რომ ჰქონდეს, ის აუცილებლად მედვედევი იქნებოდა. პატარა კაცი, უზარმაზარი კომპლექსებით, რომელიც თავის დამტკიცების ერთადერთ გზას მიმართავს და ან უკრაინის მიმართ შხამს აფრქვევს, ან მთელ მსოფლიოს ემუქრება. უკრაინა იყო, არის და იქნება. საკითხავია, 2 წელიწადში, სად იქნება დმიტრი მედვედევი?“,- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა უკრაინაზე მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა. „ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, ლენდ-ლიზის ფარგლებში, სურს ოკეანის იქით მყოფი მბრძანებლებისგან მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი გადახდის ორწლიანი გადავადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გაიყინებიან. ერთი კითხვა მაქვს: ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიო რუკაზე საერთოდ იარსებებს? თუმცა, ამერიკელებისთვის უკვე სულ ერთია - მათ იმდენი ჩადეს „ანტი-რუსეთის" პროექტში, რომ ყველაფერი დანარჩენი აღარ აინტერესებთ". - განაცხადა მედვედვემა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)