06:44 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 12:03:28, 1466 ნახვა

მსოფლიო
არესტოვიჩი - ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენს დაღუპულ ჯარისკაცებზე, სამოქალაქო პირებსა და ბავშვებზე

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პასუხისმგებელია დაღუპულ უკრაინელებზე, რადგან ის უკრაინას არ აძლევს მძიმე იარაღს, რომელსაც დაჰპირდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინას სჭირდება გერმანიიდან შორი მოქმედების არტილერია, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და დრონები.

„ეს საკმარისი იქნებოდა უკრაინის არმიაში ორი ბრიგადასთვის. ახლა, თუ ჩვენ გვყავდა ორი ბრიგადა სადმე ფრონტის ხაზზე, შეგვეძლო დაგვეპყრო ხერსონი ან განვდევნოთ ისინი პოპასნადან და სევეროდონეცკიდან. დღეს ორი ბრიგადა დიდი ძალაა“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

ამასთან კითხვაზე, თუ რას ეტყოდი შოლცს, თუ შეხვდებოდა მას, არესტოვიჩმა უპასუხა: „ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენს დაღუპულ ჯარისკაცებზე და სამოქალაქო პირებზე, ბავშვები ყოველდღე იღუპებიან, ჩვენ ყოველდღე 100 ჯარისკაცს ვკარგავთ, რადგან თქვენ არ გვაძლევთ იარაღს, უკრაინის არმია ძლიერია, შეგვეძლო რუსების ქვეყნიდან გაყვანა, მაგრამ იარაღი გვჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics