09:55 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 11:42:23, 983 ნახვა

პოლიტიკა
პოდოლიაკი ღარიბაშვილს - რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?

რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი? - მიმართავს უკრაინის პრეზიდენტის  მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს.

მისი თქმით,  უკრაინა იხდის საშინელ ფასს ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი იხდის დიდ ფასს, რათა დაიცვას საკუთარი ცივილიზაცია. 

"არავინ ნებაყოფლობით რიგში არ დგას რუსული რაკეტებით სიკვდილისთვის, ბატონო ღარიბაშვილო. უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევაში. ევროკავშირი ძვირს იხდის თავისი მოქალაქეების დასაცავად. ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება. რა არის მნიშვნელოვანი თქვენთვის? განაცხადის რიგის ნომერი? - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის  მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას,  რომ "თუ ვინმეს ეკუთვნის EU-ს კანდიდატობა, ეკუთვნის საქართველოს, შემდეგ უკრაინას, მოლდოვას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics