03:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 13:39:44, 860 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახლად დანიშნულ მინისტრს, ზაზა შავაძეს შეხვდა. 

 უწყების ცნობით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 „ღონისძიებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და გარემოსდაცვით საკითხებს უკავშირდება, მჭიდრო კოორდინაციით, მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა  განვახორციელოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ციტრუსის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოებისა და ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხებს.

„მაქვს თქვენთან საუკეთესო თანამშრომლობის მოლოდინი და, ვფიქრობ, აჭარაში სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ პროექტებს მნიშვნელოვანი შედეგები ექნება“,  - აღნიშნა ზაზა შავაძემ.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მინისტრის მრჩევლები დავით წითლიძე და  ჯემალ ფუტკარაძე ესწრებოდნენ. 
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics