|
2022-06-09 21:01:19, 1337 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - პუტინსა და რუს მაღალჩინოსნებს პირად სანქციებს ვუწესებთ
გამოვეცით ბრძანება, რომლის თანახმად, პირადი სანქციები უწესდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და კიდევ 34 ადამიანს. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, სანქციები მათ შორის შეეხება კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვს, პრემიერ მიხეილ მიშუსტინს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს. " სანქციები მოიცავს, აქტივებისა და ქონების დაბლოკვა; უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გადინების პრევენცია; უკრაინის საზღვრის გადაკვეთის, უკრაინის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვა; ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციების აკრძალვა; ვიზის გაცემაზე უარის თქმა; უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა; უკრაინული რადიოსიხშირეების გამოყენების აკრძალვა; შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)