|
2022-06-08 14:31:49, 805 ნახვა
პოლიტიკა
ლელა ჩიქოვანმა ლიეტუველ კოლეგასთან რეგიონული უსაფრთხოების, ნატოში ინტეგრაციისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფება. ლელა ჩიქოვანს ლიეტუველმა კოლეგამ - ეროვნული თავდაცვის ვიცე-მინისტრმა მარგირის აბუკევიციუსმა ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლეგებმა რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარი მოქმედებები განიხილეს. მხარეებმა მადრიდში დაგეგმილი ნატოს სამიტის მოსალოდნელ შედეგებზეც იმსჯელეს. მარგირის აბუკევიციუსმა ქართველ კოლეგას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ლიეტუვას მხარდაჭერა გამოხატა. როგორც შეხვედრაზე მან განაცხადა, ლიეტუვის რესპუბლიკა განაგრძობს ნატოს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას, მზად არის საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობა გააღრმაოს და გააძლიეროს ლიეტუვას კონტრიბუცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ინიციატივებში. ლელა ჩიქოვანმა კი, საქართველოს სახელით კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიცე-მინისტრი საქართველოში მოიწვია. საქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ბევრ წელს ითვლის. ორმხრივი თანამშრომლობის სფეროები მოიცავს სამხედრო წვრთნებსა და განათლებას, კიბერუსაფრთხოებას, ერთობლივ სწავლებებს საქართველოსა და ლიეტუვაში, ასევე თანამშრომლობას სახმელეთო ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალებსა და სამხედრო აკადემიებს შორის. ლიეტუვას რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ლელა ჩიქოვანმა შეხვედრები უკვე გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტში.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)